გიგო ერქომაიშვილი (1840-1947)
საქართველოს სიმღერა-საგალობლების შესწავლა ოდითგანვე საგვარეულო, ოჯახური ტრადიცია იყო, სწორედ ასეთ ოჯახთა რიგს ეკუთვნის ერქომაი-შვილთა გვარი, რომელსაც სამ საუკუნოვანი მუსიკალური ტრადიცია გააჩნია.
მომღერალი, მგალობელი გიგო ერქომაიშვილი დაიბადა 1840 წელს, აკეთში (ლანჩხუთის რაიონი). მისი პირველი მასწავლებელი მამა იყო, მოგვიანებით აკეთელ მომღერლებთან დაოსტატდა. 1870-იან წლებში დაუახლოვდა ცნობილ მგალობელ-მომღერალს, საზოგადო მოღვაწეს, მღვდელს - ნესტორ კონტრიძეს (სოფელი ლიხაური), რომლისგანაც მრავალი საგალობელი
შეისწავლა. 20 წლის გიგომ გიორგი ბაბილოძესთან (გამყივანი) და გიორგი იობიშვილთან ერთად შექმნა ტრიო, რომელიც ცნობილი გახდა მთელ გურიაში. მოგვიანებით მათ შეემატათ ივლიანე კეჭაყმაძე, ნანიკო ბურძგლა, ერმილე მოლარიშვილი. ისინი სხვადასხვა სოფელში მოსმენი
ლი სიმღერების საკუთარ ვარიანტებს ქმნიდნენ.
1907 წლის თებერვალში მასიკო სალუქვაძის ინიციატივით, ბრიტანეთის სააქციო საზოგადოება “გრამაფონის” წარმომადგენლებმა ჩაწერეს და გრამფირფიტებზე გამოსცეს გიგოს ანსამბლის 49 სიმღერა. 1918 წელს გიგო, ანანია, არტემ და ლადიკო ერქომაიშვილებს, გიორგი ბაბილოძეს, ნესტორ კონტრიძეს თბილისში იწვევენ. ორმოცი დღის მანძილზე მათგან სიმღერებს იწერდნენ მელიტონ ბალანჩივაძე, დიმიტრი არაყიშვილი, ია კარგარეთელი, კოტე მეღვინეთუხუცესი, კოტე ფოცხვერაშვილი, ანდრია ბალანჩივაძე; იმავდროულად ერქომაიშვილები კვირაობით ქაშუეთის ეკლესიაშიც გალობდნენ.ღერალი, მგალობელი გიგო ერქომაიშვილი დაიბადა 1840 წელს, აკეთში (ლანჩხუთის რაიონი). მისი პირველი მასწავლებელი მამა იყო, მოგვიანებით აკეთელ მომღერლებთან დაოსტატდა. 1870-იან წლებში დაუახლოვდა ცნობილ მგალობელ-მომღერალს, საზოგადო მოღვაწეს, მღვდელს - ნესტორ კონტრიძეს (სოფელი ლიხაური), რომლისგანაც მრავალი საგალობელ
ი შეისწავლა. 20 წლის გიგომ გიორგი ბაბილოძესთან (გამყივანი) და გიორგი იობიშვილთან ერთად შექმნა ტრიო, რომელიც ცნობილი გახდა მთელ გურიაში. მოგვიანებით მათ შეემატათ ივლიანე კეჭაყმაძე, ნანიკო ბურძგლა, ერმილე მოლარიშვილი. ისინი სხვადასხვა სოფელში მოსმენი
ლი სიმღერების საკუთარ ვარიანტებს ქმნიდნენ.
1907 წლის თებერვალში, მასიკო სალუქვაძის ინიციატივით, ბრიტანეთის სააქციო საზოგადოება “გრამაფონის” წარმომადგენლებმა ჩაწერეს და გრამფირფიტებზე გამოსცეს გიგოს ანსამბლის 49 სიმღერა. 1918 წელს გიგო, ანანია, არტემ და ლადიკო ერქომაიშვილებს, გიორგი ბაბილოძეს, ნესტორ კონტრიძეს თბილისში იწვევენ. ორმოცი დღის მანძილზე მათგან სიმღერებს იწერდნენ მელიტონ ბალანჩივაძე, დიმიტრი არაყიშვილი, ია კარგარეთელი, კოტე მეღვინეთუხუცესი, კოტე ფოცხვერაშვილი, ანდრია ბალანჩივაძე; იმავდროულად ერქომაიშვილები კვირაობით ქაშუეთის ეკლესიაშიც გალობდნენ. 1921 წელს არტემ ერქომაიშვილი აყალიბებს ანსამბლს, რომელშიც გაერთიანდნენ გიგო, არტემ, ანანია და ლადიკო ერქომაიშვილები, გიორგი ბაბილოძე, დიმიტრი და ილარიონ პატარავები, აკაკი ბასილაშვილი, სერაფიონ ვაშალომიძე, ალიოშა წივწივაძე. 1934 წელს, ერქომაიშვილების ტრიომ - გიგო, არტემი და მისი თორმეტი წლის ვაჟი დავითი - ოლიმპიადაზე წარმატება მოიპოვა.